ავტორი:
ლელა გოგინაშვილი
გორის რაიონი
სოფელ სკრის საჯარო სკოლა
ოქროსფერი შემოდგომა
ბუნებაზე დაკვირვება და შემოდგომის სურათის აღწერა.გაიგონ უფრო მეტი შემოდგომის ბუნებრივი პირობების შესახებ.მოიპოვონ ინფორმაცია შემოდგომის საქმიანობაზე,შექმნან ნამუშევრები და მოაწყონ გამოფენა.მოიძიონ შემოდგომის ნობათი და გააკეთონ შემოდგომის კუთხე. ,ბუკის საშუალებით ჩაიწერონ ინტერვიუები, გავიდნენ ბუნებაში და ბუკის ვებ კამერის გამოყენებით გადაიღონ სურათები. შერჩეული სურათებით შექმნან ბუკში ფოტო ალბომი.მიღებული შთაბეჭდილებები დახატონ პროგრამა paint-ში.გააფორმონ კედლის გაზეთი. დაწერონ თემა ,,რატომ მიყვარს შემოდგომა''შეისწავლონ სიმღერები, მოიძიონ ფოთლები და გააფორმონ საკლასო ოთახი. გააკეთონ ღონისძიება,,ბარაქიანი შემოდგომა''. დაავლონ ჩურჩხელები.საგნები: ქართული ენა, ხელოვნება, ბუნება ,მუსიკა ,ისტი
კლასი : მეორე
დაწყებითი საფეხური
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.
პროექტის მიზნები:
ხელი შევუწყო მეტაკოგნიტურ აზროვნებას,დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას,განვუვითარო მოსწავლეებს ისეთი უნარები როგორიცაა : ცოდნის შემოქმედებითად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, შეკრება დახარისხება, ისტ-ის ფლობა და მისი მარტივად გამოყენება.შეძლონ სეზონისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობა, ბუნებაზე დაკვირვება.სწავლის შედეგები
ისწავლეს: პრობლემის განსაზღვრა და მიზნების ჩამოყალიბება.,ინფორმაციის ანალიზი, შეკრება და დახარისხება, ცოდნის შემოქმედებითად გამოყენება.ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდ.ყველა ბავშვმა ისწავლა ბუკის ვიდეო კამერის გამოყენება, განუვითარდათ: კომუნიკაციის, სოციალური,ჯგუფური და გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების , შეფასების და საპრეზენტაციო უნარები.ისწავლეს დროის მართვა.
მოსწავლეებმა კვლევის გზით შეიძენეს მნიშვნელოვანი ცოდნა( მოცემულ თემასთან დაკავშირებით )და გამოცდილება , რაც მათ მომავალში გამოადგებათ წარმატების მისაღწევად.
E-learning-ის საშუალებით გაუზიარეს ერთმანეთს ეკრანები,
შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, შეავსეს შეფასების რუბრიკა-სწავლობენ შეფასებას და თვითშეფასებას.
ამგვარი სწავლებისას მოსწავლე ინფორმაციის პასიური
მიმღები კი არ არის, არამედ მას თავად შეუძლია შექმნას სასწავლო შინაარსის პროდუქტი.შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
საბაზისო უნარ-ჩვევები- -ფლობენ საბაზისო კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მუშაობენ ტექსტურ და სახატავ რედაქტორში., შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება, ინტერვიუების ჩაწერა.განვითარებული აქვთ ზეპირმეტყველების უნარი
სასწავლო პროცედურები:
ნახეს სლაიდ შოუები,,შემოდგომის დღე'' და ,,რატომ გვიყვარს შემოდგომა'' . დაგეგმეს შესასრულებელი სამუშაოები და გაწერეს დროში.ჩაატარეს გამოკითხვა. მოაწყეს ლაშქრობა , ბუკის ვებ კამერის საშუალებით გადაიღეს სურათები .შთაბეჭდილებები დახატეს პროგრამა Paint-ში. ვებ კამერის საშუალებით ჩაწერეს ინტერვიუები მშობლებისგან და ბებიებისგან.
.ჯგუფებმა გააფორმეს კედლის გაზეთ-პოსტერები, საკლასო ოთახში გამოფინეს ნამუშევრები, ნახეს დოკუმენტური ფილმი ,,ვაზი, ყურძენი'', გამართეს დისკუსია ფილმთან დაკავშირებით , ისწავლეს ლექსები და სიმღერები,დაწერეს თემა,,რატომ გვიყვარს შემოდგომა'', პროექტის მსვლელობის პროცესში ისინი თავად იძენენ ახალ ცოდნას-აგროვებენ ინფორმაციას შემოდგომის შესახებ. აკვირდებიან ამინდის ცვლილებას და გამოაქვთ დასკვნები. გამოყოფენ უფრო მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას.შეაგროვეს შემოდგომის ნობათი, მშობლების დახმარებით გააფორმეს საკლასო ოთახი დაავლეს ჩურჩხელები.
გააკეთეს დასკვნითი ღონისძიება.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო მასალები
ვებ-გვერდის შექმნა, ვორდის პროგრამა,ინტერნეტ ძიება, ფოტოსურათების დამუშავება,
ბეჭდვითი მასალები-სახელმძღვანელოები, ლექსები, მოთხრობები.
ინვენტარი-ჩურჩხელების ამოსავლებად საჭირო რესურსი, რომლებიც მშობლების მიერ იქნა მოძიებული.
ინტერნეტ რესურსი- დოკუმენტური ფილმი, ჩემ მიერ გაკეთებული ელექტრონული რესურსი:,,შემოდგომის დღე'' და ,,რატომ გვიყვარს შემოდგომა''.
ადამიანური რესურსი-მშობლები ,მოწვეული სტუმრები და დაწყებითი კათედრის მასწავლებლები.